• 27-07-2023
    საზონოვი “ლიონში” მიდის, საიდანაც იჯარით საინტერესო გუნდში უშვებენ
    საზონოვი “ლიონში” მიდის, საიდანაც იჯარით საინტერესო გუნდში უშვებენ

    როგორც მოგეხსენებათ, საბა საზონოვმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა, რამაც ტოპ გუნდების ინტერესი გამოიწვია.

    L’equipe-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლიონმა” მოსკოვის “დინამოსთან” საზონოვის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

    “ლიონი” რუსულ გუნდს ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელში 3 მილიონ ევროს გადაუხდის.

    როგორც ირკვევა, საბა საზონოვი 1 წლიანი იჯარით ბელგიურ “მოლენბერკში” ითამაშებს და შემდეგ ფრანგულ გუნდს დაუბრუნდება.

    ცნობისთვის, საბამ რუსეთის ჩემპიონატში გასულ სეზონში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

    Facebook კომენტარები