• 12-05-2022
    ჩემს ძმასთან თამაში განსაკუთრებულია ჩემთვის და ერთმანეთის მოედანზე ძალიან კარგად გვესმის - ინტერვიუ ლუკა ხორხელთან
    ჩემს ძმასთან თამაში განსაკუთრებულია ჩემთვის და ერთმანეთის მოედანზე ძალიან კარგად გვესმის - ინტერვიუ ლუკა ხორხელთან
    Aa

    ეროვულ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩელი ახალგაზრდა ფეხბურთელი ლუკა ხორხელი გახლავთ.

    ძმები, ლუკა და ნიკა ხორხელები მიმდინარე სეზონში კარგი თამაშით ეროვნული ლიგის მაყურებლებს აოცებენ.


    22 წლის ლუკა ხორხელის ოცნება "მანჩესტერ სიტიში" თამაში და ეროვნული ნაკრების მაისურის მორგებაა.


    "ფუტბოლნიუსი" ახალგაზრდა ფეხბურთელს დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:


    – როგორო ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფები და როგორ გრძნობ თავს?


    –  ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. ჯერ მხოლოდ მეორე წრეა და ამ ეტაპზე დაღლას არ ვგრძნობ.


    – რა გეგმები აქვს ბოლნისის სიონს მიმდინარე სეზონში?


    – ამ სეზონში ბოლნისის სიონის მთავარი მიზანი მაინც ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება.


    – უჩა სოსიაშვილის როგორ დაახასიათებდი და როგორი ურთიერთობა გაქვს მასთან?


    – უჩა სოსიაშვილი პირველ რიგში ძალიან კარგი ადამიანია და მასთან ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს. როგორც მწვრთნელი ჩემი აზრით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მისი მოსვლის შემდეგ გუნდში ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.


    – ძალიან კარგი სტატისტიკა გაქვს, სამივე თბილისურ გუნდს და სამგურალს გაუტანე. როგორ შეაფასებდი შენს სეზონს?


    – მთავარი მიზანია გუნდს დავეხმარო მაქსიმალურად, ეს იქნება გოლი, საგოლე გადაცემა თუ სხვა ბევრი სარგებლიანი მოქმედება.


    – შენი ძმა ნიკაც ეროვნულ ლიგაში მშვენივრად ასპარეზობს. ზოგადად ძმასთან ერთად ერთ გუნდში თამაში როგორი გრძნობაა?


    – ნიკას სეზონი მშვენივრად დაიწყო. ყველაფერი აქვს, რომ დიდ წარმატებას მიაღწიოს. ჩემს ძმასთან თამაში განსაკურთრებულია ჩემთვის და ერთმანეთის მოედანზე ძალიან კარგად გვესმის.


    – საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი წევრი ხარ, როგორ შეაფასებდი ბოლო თამაშს?


    – 21 წლამდე ნაკრებში პირველად გამომიძახეს. მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მომიწია, ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო იქ ყოფნა. თამაშს, რაც შეეხება კარგი თამაში გამოვიდა და რაც მთავარია დამაჯერებლად გავიმარჯვეთ.


    – 2023 წელს საქართველოში სწორედ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, როგორ შეაფასებდი ამ ფაქტს და რას ელოდები ამ ტურნირიდან?


    – ნამდვილად ისტორიული მოვლენაა და გამიხარდება თუ იმ დროისთვის კარგ სათამაშო ფორმაში ვიქნები და გამოძახებას დავიმსახურებ.


    – რამაზ სხვანაძეს როგორ დაახასიათებდი?


    – კარგი სპეციალისტია. ტაქტიკურად ძალიან ძლიერია და გუნდი მისი ხელმძღვანელობით მშვენივრად გამოიყურება.


    – უკვე მეორე სეზონია პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობ, როგორ შეაფასებდი შენს გამოსვლას ამ დროის განმავლობაში?


    – ლიგა 2-ში კარგი სეზონი გამომივიდა. გავხდით ჩემპიონები და ეროვნულ ლიგაში თამაშიც დავიმსახურეთ. ამ სეზონში ყველაფერი ნორმალურად მიდის და იმედი მაქვს მოვუმატებ როგორც მე ასევე გუნდიც და ცხრილში უფრო ზევით ავიწევთ.


    – შენს პოზიციაზე ვინ მიგაჩნია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად და რატომ?


    – ჩემთვის დღეს კევინ დე ბრუინი საუკეთესოა. მას საუკეთესო თვისებები აქვს ამ პოზიციისთვის.


    – რა გაძლევს მოტივაციას?


    – ჩემი მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახი გახლავთ.


    – შენი ოცნების გუნდი?


    – ჩემი ოცნების გუნდი მანჩესტერ სიტი გახლავთ. დიდი ხანია ამ გუნდს ვგულშემატკივრობ.


    – რა არის შენი კარიერის მიზანი?


    – მინდა, რომ მაღალ დონეზე შევძლო თამაში. ცხადია მიზანი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა გახლავთ.


    Facebook კომენტარები