• 28-07-2023
    რა ბედი ელის მიქაუტაძეს? - “მეცის” პრეზიდენტის განცხადება
    რა ბედი ელის მიქაუტაძეს? - “მეცის” პრეზიდენტის განცხადება

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა შემტევს, გიორგი მიქაუტაძეს არაერთი მსურველი ჰყავს.

    გიორგის შეძენა ევროპის გამორჩეულ გუნდებს სურთ.

    “მეცის” პრეზიდენტმა, პიერ დრეოსმა გიორგის შესახებ ისაუბრა:

    “ვფიქრობ, მინიმუმ, სამ ფეხბურთელს კიდევ დავიმატებთ. ერთი თავდამსმხელი და ერთი მცველი იქნება. დიდი იმედია მაქვს, რომ შემტევს მალე დავიმატებთ. ახალწვეულის მოსვლა ვინმეს მიქაუტაძის წასვლას არ ნიშნავს.

    რაც შეეხება მიქაუტძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას 15 მილიონიან შეთავაზებაზე, პერესის ინფორმაციას არასდროს ვადასტურებ, თუმცა ჟურნალისტებს უფლებას ვაძლევ, თქვან ის, რაც უნდათ. ჩვენ კონტაქტი გვაქვს 2/3 კლუბთან, თუმცა შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ეს არის შემოთავაზებები, რომელიც არ შეესაბამება იმას, რაც ჩვენ გვაკმაყოფილებს”. - განაცხდა მიქაუტაძემ.

    ცნობისთვის, მიქაუტაძის შეძენით ბოლო პერიოდში “მარსელი” და “შეფილდ იუნაიტედი” დაინტერესდა.

    Facebook კომენტარები