• 28-07-2023
    ბელინგემის კომენტარი, თუ რა უთხრეს მან და ლისანდრომ მოედნიდან გასვლისას ერთმანეთს
    ბელინგემის კომენტარი, თუ რა უთხრეს მან და ლისანდრომ მოედნიდან გასვლისას ერთმანეთს
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "რეალმა" ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით, ანგარიშით 0-2 დასრულდა.

    მატჩის მიმდინარეობისას ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ ჯუდ ბელინგემი და ლისანდრო მარტინესი, რასაც ჩხუბიც მოჰყვა.

    ბელინგემმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თუ რა სიტყვები გაცვალეს მან და ლიჩამ.

    "მცირე დაპირისპირებები ფეხბურთის ნაწილია. ლისანდრო ბრწყინვალე მოთამაშეა.

    შესვენებისას გაბრაზებული გავდიოდი, თუმცა მარტინესი ჩემთან მოვიდა და ყველაფერი საუკეთესო მისურვა, ამას ვაფასებ.

    ზოგჯერ ფეხბურთში მსგავსი დაპირისპირებები ხდება. მეც ვუსურვე მას წარმატებები. ლისანდროს დიდ პატივს ვცემ, როგორც ოპონენტს", - განაცხადა ჯუდმა.

    Facebook კომენტარები