

გარი ნევილთან ჩაწერილ ინტერვიუში, "ბარსელონას" ვიცე-კაპიტანმა, ხერარდ პიკემ განაცხადა, რომ მაშინ, როცა ლიონელ მესის "კამპ ნოუს" დატოვება მოუწია, შინაგანად ტიროდა.
34 წლის ფეხბურთელის ამ სიტყვებს მესის ოჯახის მეგობარი ინსტაგრამზე გამოეხმაურა და პიკე გალანძღა.
"პიკე, შენ ძალიან ყალბი ხარ. შენ კი არ გიტირია, იმ უხეირო ლაპორტას უთხარი, რომ თუ გამარჯვებული გუნდის აშენება გინდოდათ, მესი უნდა გაგეყიდათ. ის მესი, რომელმაც "სარაგოსასგან" გიხსნა, როცა არავის სჭირდებოდი.
შენ ბრაზიანი, შურიანი და ცუდი თანაგუნდელი ხარ," - წერს ეს ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ ის, რასაც ეს პიროვნება წერს, ესპანურ პრესაში არაერთხელ გაჟღერებულა. სწორედ პიკეს მიერ ლაპორტასთვის ნათქვამი სიტყვებია მიზეზი, რატომაც ლეო მას აღარ ელაპარაკება და ძველი მეგობრების ურთიერთობა დასრულებულია.