• 29-07-2023
    "მილანში" მალე ახალი კვარაცხელია ჩამოვა" - იტალიელი ჟურნალისტის კომენტარი
    "მილანში" მალე ახალი კვარაცხელია ჩამოვა" - იტალიელი ჟურნალისტის კომენტარი

    იტალიელმა ჟურნალისტმა მიმო ჩუგინიმ ერთ-ერთი გადაცემის ეთერში "მილანში" სამუელ ჩუკუვეზეს ტეანსფერი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს შეადარა.

    მისი თქმით, იტალიის სერია ა-ს მალე ახალი ვარსკვლავი ეყოლება.

    "მილანში მალე ახალი კვარაცხელია ჩამოვა. დარწმუნებული ვარ, სამუელ ჩუკვუეზეს ისეთი სეზონი ექნება, როგორიც შარშან ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა", - განაცხადა იტალიელმა.

    აქვე მოგახსენებეთ, რომ "როსონერი" ახლოსაა ფეხბურთელის გადაბირებასთან, მან გასულ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა, სადაც 6 გოლის გატანა მოახერხა.

    Facebook კომენტარები