• 30-07-2023
    საბოლოო არჩევანი! - “ბარსელონა” ივან ფრესნედას შეძენას შეეცდება
    საბოლოო არჩევანი! - “ბარსელონა” ივან ფრესნედას შეძენას შეეცდება

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” გასულ სეზონში მარჯვენა მცველი პოზიციაზე დიდი პრობლემები ჰქონდა.

    ზემოხსენებულ პოზიციაზე ხან რონალდ არაუხოს, ხანაც ჟულ კუნდეს უწევდა თამაში. ორივე მათგანს ცენტრალური მცველი გახლავთ.

    “ბარსელონამ” გუნდში ახლადდაბრუნებული სერჟინიო დესტის გაყიდვას გადაწყვიტა. ცხადია, კატალონიურ გუნდს ახალი მარჯვენა მცველის დამატება მოუწევს.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბლაუგრანამ” “ვალიადოლიდის” ახალგაზრდა მარჯვენა მცველის, ივან ფრესნედას შეძენ გადაწყვიტა.

    ცნობისთვის, გავლენიანი გამოცემა Transfermarkt 18 წლის ფეხბურთელს 15 მილიონ ევროდ აფასებს.

    Facebook კომენტარები