• 02-06-2023
    რებიჩი "მილანს" დატოვებს
    რებიჩი "მილანს" დატოვებს

    იტალიელი ჟურნალისტის და "მილანის" ინსაიდერის, პეპე დი სტეფანოს ცნობით, ანტე რებიჩი მიმდინარე სეზონის ბოლოს "როსონერის" რიგებს დატოვებს.

    მიმდინარე სეზონში სეზონში კლუბის იმედები ვერ გაამართლა, ამიტომ მისი ზაფხულში წასვლა ლოგიკურიცაა.

    წყაროს ცნობით, რებიჩს მსურველები გერმანიაში ჰყავს. ბუნდესლიგა ხორვატისთვის უცხო არ იქნება, რადგან წარსულში ის ფრანკფურტის "აინტრახტის" ღირსებას იცავდა.

    29 წლის გარემარბმა 2022/2023 წლების სეზონში 31 მატჩი ჩაატარა. ანტემ თავი 3 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები