• 16-05-2022
    სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა - რა მოლოდინები აქვს იტალიელ სპეციალისტს
    [/xfgiven_playerads]
    სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა - რა მოლოდინები აქვს იტალიელ სპეციალისტს
    Aa

    "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი მედიასთან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერსაც გამოეხმაურა. იტალიელი მოხარულია, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მის კლუბს შეუერთდება:


    "ხვიჩა ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა და კარგად შეუძლია სივრცეების ათვისება. ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც თამაშის მიმდინარეობისას სწორი გამოსავლის პოვნა შეუძლია. ასეთ ფეხბურთელებს ბევრი გოლი გააქვთ, მწვრთნელებს კი მათთან მუშაობა უყვართ."


    შეგახსენებთ, რომ ქართველი ვარსკვლავი ნეაპოლურ კლუბს ზაფხულში 5 წლიანი კონტრაქტით 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება. ხვიჩას წლიური ანაზღაურება 1.1 მილიონი ევრო იქნება.

    Facebook კომენტარები