• 31-07-2023
    140 მილიონი ევრო და კვირაში 1 მილიონი ხელფასი - ნაპოლიმ საოცარი წინადადება მიიღო
    140 მილიონი ევრო და კვირაში 1 მილიონი ხელფასი - ნაპოლიმ საოცარი წინადადება მიიღო

    Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ალ ჰილალი” მორიგი ტოპ ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

    წყაროს ცნობით, “ალ ჰილალი” მზად არის, რომ ოსიმენი 140 მილიონ ევროდ გადაიბიროს.

    არაბული გუნდი ნიგერიელ თავდამსხმელს ხელფასის სახით კვირაში 1.17 მილიონ ევროს სთავაზობს.

    ეს შეთავაზება “ნაპოლისთვის” საკმარისი არ არის. იტალიური გუნდი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს მხოლოდ 200 მილიონ ევროდ შეელევა.

    ცნობისთვის, “ნაპოლის” ოსიმენისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს.

    Facebook კომენტარები