• 02-08-2023
    "მისნაირ მოთამაშეს მირჩევნია, მყავდეს.." - რა განცხადება გააკეთა ზიდანმა რონალდოზე
    "მისნაირ მოთამაშეს მირჩევნია, მყავდეს.." - რა განცხადება გააკეთა ზიდანმა რონალდოზე

    მადრიდის "რეალის" ბევრ ქომაგს კრიშტიანუ რონალდუ ძალიან ენატრება. მოგეხსენებათ, ამ მომენტისთვის პორტუგალიელი "ალ ნასრის" ღირსებას იცავს. გავიხსენოთ, თუ რას ამბობდა ზიზუ კრიშტიანუზე.

    "არ მჭირდება ფეხბურთელი, რომელიც მნიშვნელოვან მატჩში ათ დრიბლინგს განახორციელებს, მაგრამ გუნდს წარმატებაში ვერ დაეხმარება."

    "მისნაირ მოთამაშეს მირჩევნია მყავდეს რონალდუს მსგავსი ფეხბურთელი, რომელსაც დიდ თამაშებში ჰეტ-ტრიკის შესრულება და გუნდისთვის ტიტულების მოპოვება შეუძლია." - განაცხადა ზიზუმ.

    შეგახსენებთ, რომ რონიმ სამეფო გუნდის რიგები 2018 წელს დატოვა და "იუვენტუსის" რიგებს შეუერთდა.

    Facebook კომენტარები