• 09-06-2023
    "ბარსელონა" ილქაის 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა
    "ბარსელონა" ილქაის 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა

    ლიონელ მესის "ინტერ მაიამიში" წასვლის შემდეგ, "ბარსელონას" პრიორიტეტულ ამოცანად ილქაი გიუნდოგანის გადაბირება იქცა და კლუბი ამაზე გამალებით მუშაობს.

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიელებს ტრანსფერის რაც შეიძლება მალე დახურვა სურთ. კლუბში იმედოვნებენ, რომ ილქაის "ბლაუგრანაში" გადაბარგება ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გამოცხადდება.

    წყაროს თანახმად, გიუნდოგანსა და "ბარსას" შორის ვერბალური შეთანხმება უკვე არსებობს. მხარეები სამწლიან კონტრაქტსა და სეზონში 6 მილიონი ევროს ოდენობის ანაზღაურებაზე არიან შეთანხმებულნი.

    "მანჩესტერ სიტიში" 32 წლის ვარსკვლავის შენარჩუნება უნდათ, მაგრამ გერმანელმა "ბარსას" მნიშვნელოვან მაღალჩინოსნებს უკვე აცნობა ტრანსფერის სურვილის თაობაზე.

    შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "სიტი" მილანის "ინტერს" 10 ივნისს დაუპირისპირდება.

    მიმდინარე სეზონში ილქაიმ თავი 11 გოლითა და 7 ასისტით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები