• 02-08-2023
    ჯანლუიჯი ბუფონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
    ჯანლუიჯი ბუფონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
    Author of the article
    Aa

    ჯანლუიჯი ბუფონმა საფეხბურთო კარიერის დასრულება ოფიციალურად გამოაცხადა.

    28-წლიანი კარიერის შემდეგ, რომლის ბოლო ნაწილიც ბუფონმა სერია B-ში, მშობლიურ "პარმაში" გაატარა, ჯიჯიმ "ლურჯ-ყვითლებთან" 2024 წლის ივლისამდე მოქმედი კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყვიტა.

    ლეგენდარულმა იტალიელმა თავისი გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოს საშუალებით გამოაცხადა.

    "სულ ეს არის, მეგობრებო! თქვენ ყველაფერი მოგეცით. მე ყველაფერი მოგეცით. ეს ერთად შევძელით!" - მიაწერა ბუფონმა ვიდეოს.

    ბუფონის კარიერის მთავარი ნაწილი ტურინის "იუვენტუსს" უკავშირდება. "ზებრების" ღირსებას იგი 19 სეზონის განმავლობაში იცავდა და ამ დროის განმავლობაში 10 სკუდეტო, 5 კოპა იტალია და 6 სუპერკოპა დი იტალია მოიგო. ბუფონი 3-ჯერ იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც, მაგრამ მიზანს ვერცერთხელ უწია.

    რაც შეეხება ჯანლუიჯის სანაკრებო თავგადასავალს, მისი მწვერვალი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატია, სადაც იტალიის ნაკრები გამარჯვებული გახდა.

    Facebook კომენტარები