• 21-05-2022
    17 წლის ფეხბურთელმა აღიარა, რომ გეია - ვინ არის ჯეიკ დენიელსი
    [/xfgiven_playerads]
    17 წლის ფეხბურთელმა აღიარა, რომ გეია - ვინ არის ჯეიკ დენიელსი
    Aa

    "ბლექპულის" თავდამსხმელი, ჯეიკ დენიელსი გახდა დიდ ბრიტანეთში მოთამაშე პირველი ფეხბურთელი 1990 წლის შემდეგ, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ გეია.


    17 წლის დენიელსს თავის გუნდში დებიუტი ამ თვეში ჰქონდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, იგი უკვე მზადაა, იყოს მისაბაძი მაგალითი სხვებისთვის, რათა მათ თავიანთი იდენტობის გამოხატვისა არ შეეშინდეთ.


    ჯეიკის თქმით, მან 6 წლიდანვე იცოდა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობდა, რადგან ფიქრობდა, რომ საფეხბურთო კარიერის განვითარებაში ეს ხელს შეუშლიდა. საბოლოოდ, მან Sky Sports-თან, LGBT-ის მხარდამჭერ ფონდთან და ოჯახის წევრებთან რამდენიმეთვიანი კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, თავის იდენტობაზე ხმამაღლა ელაპარაკა.


    "დიდხანს ვფიქრობდი, რომ ჩემი სიმართლე უნდა დამემალა, რამეთუ მინდოდა გავმხდარიყავი ის, ვინც ახლა ვარ - პროფესიონალი ფეხბურთელი. ჩემს თავს ვკითხე, უნდა დამეცადა კარიერის დასრულებამდე თუ ახლავე უნდა მეთქვა სათქმელი, რადგან მოქმედი ფეხბურთელები ამას არ აკეთებენ ხოლმე.


    მას შემდეგ, რაც ჩემს ოჯახს, კლუბსა და თანაგუნდელებს გამოვუტყდი, ზედმეტი ფიქრისა და სტრესის პერიოდი უკვე ჩავლილია.


    მე 17 წლის ვარ და ვიცი, რომ ესაა, რისი გაკეთებაც მინდა. თუ სხვა ადამიანები შემომხედავენ და იგრძნობენ, რომ მათაც შეეძლებათ იმავეს გაკეთება, ეს შესანიშნავი იქნება," - ამბობს დენიელსი.


    აქვე გეტყვით, რომ დიდ ბრიტანეთში მოთამაშე ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ ხმამაღლა ილაპარაკა, ჯასტინ ფაშანუ იყო.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები