• 02-06-2023
    ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
    ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

    საქართველოს ნაკრებისა და “ბორდოს” ახალგაზრდა ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

    ზუკამ ამ პრიზის მოსაგებად ლუმ ჩაუნას (დიჟონი) და დემბო დილას აჯობა (ლავალი).

    საგულისხმოა, რომ ზურიკომ აღნიშნული პრიზი მიმდინარე სეზონში პირველად მოიპოვა.

    ცნობისთვის, 22 წლის ფეხბურთელი მაისში ნამდვილად გამოსარჩევი იყო. ზურიკომ გასულ თვეში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. 

    Facebook კომენტარები