• 03-08-2023
    ყველაზე ძვირადღირებული მცველი - გვარდიოლი "სიტიში" ითამაშებს
    ყველაზე ძვირადღირებული მცველი - გვარდიოლი "სიტიში" ითამაშებს

    2022 წლის გამორჩეული ხორვატი მცველის იოშკო გვარდიოლის მომავლის გარშემო დიდი მითქმა-მოთქმა იყო გამართული, თუმცა გაირკვა, რომ ფეხბურთელი "მანჩესტერ სიტიში" ითამაშებს.

    როგორც მედიაში იწერება, "ქალაქელებმა" გვარდიოლი 90 მილიონი ევროს სანაცლოდ "ლაიფციგიდან" იყიდეს. 

    ეს თანხმა ხორვატს ყველაზე ძვირადღირებულ მცველად აქცევს, მან ეს ტიტული ჰარი მაგუაიერს ჩამოართვა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2019 წელს 87 მილიონ ევროდ შეიძინა.

    აქვე მოგახსენებთ, რომ გვარდიოლი "ლაიფციგმა" 2021 წელს ზაგრების "დინამოდან" 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.


    Facebook კომენტარები