

საქართველოს ნაკრების ყოფილი და ამჟამინდელი კაპიტნები, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია Jedenaska Sezóny-ს ვერსიით სლოვაკეთის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ.
საგულისხმოა, რომ ზემოთხსენებული გამოცემის მიხედვით სეზონის სიმბოლურ გუნდში ბრატისლავა "სლოვანიდან" 4 ფეხბურთელი მოხვდა.
ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილი "სლოვანი" სლოვაკეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ცხადია, ქართველმა ფეხბურთელებმა სიმბოლურ გუნდში მოხვედრა დაიმსახურეს.
გურამ კაშიამ გასულ სეზონში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, ჯაბა კანკავამ კი 25 ჩატარებულ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
🇸🇰🇬🇪 Both Jaba Kankava and Guram Kashia make the @FortunaLigaSK TEAM OF THE SEASON as they were crowned the Slovakian Champions with @SKSlovan 🏆 pic.twitter.com/41pIOoyPvT
— Georgian Footy (@GeorgianFooty) May 23, 2022