• 02-06-2023
    “მეცმა” გიორგი მიქაუტაძის ფასი გააორმაგა
    “მეცმა” გიორგი მიქაუტაძის ფასი გააორმაგა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” 22 წლის ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში საოცარ ფორმაში იმყოფება.

    Football League World-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვულვზი” და “ბარნლი” ქართველი მოთამაშის შეძენით აქტიურად ინტერესდებიან.

    ცხადია, “მეცს” გუნდის ლიდერისგან მაქსიმალურად თანხის მიღება სურს. სწორედ ამიტომ ფრანგულმა გუნდმა სატრანსფერო ფასი გააორმაგა და გუნდებს მიქაუტაძის შეძენა ამიერიდან 20 მილიონ ევროდ შეეძლებათ. 

    ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 38 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები