• 27-05-2022
    მესი "ბარსას" პრეზიდენტის განცხადებამ გააბრაზა
    მესი "ბარსას" პრეზიდენტის განცხადებამ გააბრაზა
    Aa

    ლეო მესი და მისი გარემოცვა ჟოან ლაპორტაზე გაბრაზებულნი არიან, - აღნიშნულ ინფორმაციას Сadena Ser ავრცელებს.


    წყაროს თანახმად, არგენტინელის მამამ "ბარსელონას" პრეზიდენტს რამდენიმე თვის წინ დაურეკა და უთხრა, რომ თავის ინტერვიუებში მესის ხსენება შეეწყვიტა.


    ლაპორტა ხორხე მესის დაჰპირდა, რომ ასეც იზამდა, თუმცა ახალ ინტერვიუში ლეო მაინც ახსენა. ჟოანის თქმით, ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის "კამპ ნოუზე" დაბრუნება ნაკლებსავარაუდოა და "პარი სენ ჟერმენთან" გრძელვადიანი კონტრაქტის გამფორმებელი ფეხბურთელები ხელს მონობაზე აწერენ.


    ბუნებრივია, "ბლაუგრანას" მმართველის ეს ხისტი განცხადება მესებში არ მოსწონებიათ.


    ცნობისთვის, მოარული ხმების თანახმად, ლეო ლაპორტას მის "ბარსელონადან" წასვლაშიც ადანაშაულებს.


    ასე და ამგვარად, თუ ამ ცნობებს ვირწმუნებთ, ისიც ნათელი გახდება, რომ მანამ, სანამ ჟოანს კატალონიური გრანდის მმართველის პოსტი უკავია, "ლა პულგას" დაბრუნებას არ უნდა ველოდოთ.

    Facebook კომენტარები