• 10-08-2023
    "სლოვან ბრატისლავა" სახლში დამარცხდა - კანკავას გოლამდე ცოტა დააკლდა
    "სლოვან ბრატისლავა" სახლში დამარცხდა - კანკავას გოლამდე ცოტა დააკლდა

    ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას "სლოვან ბრატისლავა" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "მაკაბი ჰაიფასთან" სახლში ანგარიშით 2:1 დამარცხდა.

    აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველმა შეხვედრა ბოლომდე ითამაშა, კარგი შანსი ჰქონდა ჯაბას, თუმცა მისი შორეული გასროლა ხარიხას მოხვდა.

    გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 15 აგვისტოს გაიმართება.

    აქვე მოგახსენებთ, რომ ამ წყვილში გამარჯვებული ჩემპიონთა პლეი-ოფში "იანგ ბოიზს" შეხვდება, ხოლო დამარცხებული ევროპა ლიგის პლეი-ოფში "რაკუვსა" და ლიმასოლის "არისს" შორის გამარჯვებულს.

    Facebook კომენტარები