• 10-08-2023
    " ქართულ გუნდთან დაპირისპირება ჩემთვის უჩვეულოა" - დვალის კომენტარი "დილასთან" დაპირისპირებაზე
    " ქართულ გუნდთან დაპირისპირება ჩემთვის უჩვეულოა" - დვალის კომენტარი "დილასთან" დაპირისპირებაზე

    როგორც მოგეხსენებათ, გორის "დილა" კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ "აპოელს" დაუპირისპირდება, სადაც ორი ქართველი, ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია თამაშობს.

    შეხვედრასთან დაკავშირებით დვალმა ქართულ ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა:

    "ყოველ ზაფხულს ევროთასებზე ჩვენს გუნდებს ვგულშემატკივრობ. გორის „დილას“ მიმართ დიდი პატივისცემა უნდა გამოვხატო, ამ გუნდმა წელს საქართველო ღირსეულად წარადგინა. „დილა“ ახალგაზრდა და შემტევი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მათ საკმაოდ ძლიერ ევროპულ გუნდებთან შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს"

    "რთულ თამაშს ველოდებით. საერთოდ, ქართულ გუნდთან დაპირისპირება ჩემთვის უჩვეულოა, თუმცა ბუნებრივია, აპოელი სასურველ შედეგის მიღწევას და გამარჯვებას შეეცდება" 

    "კვიპროსზე როცა მივდიოდი, ვიცოდი, რომ კარგი ჩემპიონატი ჰქონდათ. საშუალო ევროპული დონის ხუთი-ექვსი გუნდია, რომლებთანაც თამაში და მოგება რთულია. ევროპიდან ძლიერი ლეგიონერები ჩამოჰყავთ და ლიდერების ხარჯზე ყოველ წელს ჩემპიონატის დონე იმატებს. აპოელ-ი ახალ სეზონში გაძლიერდა, ახალი მწვრთნელი და რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გვყავს. ის ბირთვიც შევინარჩუნეთ, რომელიც გასულ სეზონში იყო." -განაცხადა ქართველმა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს 21:00 აათზე მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება, ჩვენი ვალი კი სტადიონზე მისვლაა.

    Facebook კომენტარები