• 11-08-2023
    "აპოელმა" თამაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩვენი კაპიტანი გააძევეს იქამდე მათგან განსაკუთრებული ხიფათი არ მოდიოდა" - დომეჩენკოს კომენტარი მარცხზე
    "აპოელმა" თამაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩვენი კაპიტანი გააძევეს იქამდე მათგან განსაკუთრებული ხიფათი არ მოდიოდა" - დომეჩენკოს კომენტარი მარცხზე

    გორის "დილის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დომეჩენკო კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "აპოელთან" მარცხს გამოეხმაურა:

    "ასეთი თამაშების წაგება სასიამოვნო არაა. "აპოელი" თავს ძალიან კარგად იცავდა, მეკარემ ძალიან მაგარი ბურთები აიღო. უნდა შევაქო მეტოქე, ზონები გადაკეტეს. მომენტები მაინც გვქონდა, თუმცა ფინიშის დროს საშემსრულებლო ოსტატობა დაგვაკლდა. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა, სამწუხაროდ, ორივე გოლი საკუთარ კარში გავიტანეთ და წაგების გამო განსაკუთრებით იმედგაცრუებული ამიტომ ვარ"

    "ჩვენ რობოტები არ ვართ, ადამიანები ვართ და შეცდომებს ვუშვებთ. ბიჭებს ვუთხარი, რომ განტევების ვაცი არ მოეძებნათ და ერთ ოჯახად დავრჩენილიყავით. "აპოელმა" თამაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩვენი კაპიტანი გააძევეს. იქამდე, მათგან განსაკუთრებული ხიფათი არ მოდიოდა".

    "შანსები ყოველთვის არის და რაღაცას აუცილებლად მოვიფიქრებთ. უნდა ვთქვა, რომ როცა მეტოქის თამაშს სხვადასხვა პლატფორმაზე სწავლობ, ეს სრულ სურათს არ გვაძლევს. დღეს მოწინააღმდეგე საქმეში ვიხილეთ და მათ შეხვედრას უკეთ გავაანალიზებთ, ჩვენს შეცდომებს, რა უნდა შევცვალოთ", - განაცხადა უკრაინელმა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა 17 აგვისტოს გაიმართება.

    Facebook კომენტარები