• 11-08-2023
    "ნაპოლიმ" ჟიელინსკის შემცვლელს მიაგნო - ვისი დამატება სურთ ნეაპოლელებს
    "ნაპოლიმ" ჟიელინსკის შემცვლელს მიაგნო - ვისი დამატება სურთ ნეაპოლელებს

    მას შემდეგ, რაც პიოტრ ჟიელინსკის "ნაპოლიდან" შესაძლო წასვლაზე ინფორმაციის გავრცელება გახშირდა, ნეაპოლელები მისი შემცვლელის მოყვანას შეუდგნენ.

    "Sky Sport"-ის ინფორმაციით, "პარტენიპეიმ" პოლონელის შემცვლელს ვიგო "სელტაში" მიაგნო.

    საუბარია ახალგაზრდა გაბრიელ ვეიგაზე, რომელსაც ვიგოელები 40 მილიონ ევროდ აფასებენ.

    როგორც ირკვევა, ნეაპოლელები მზად არიან, რომ 21 წლის ესპანელ ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმონ.

    აქვე გეტყვით, რომ ჟიელინსკი კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებას უახლოვდება.

    Facebook კომენტარები