• 11-08-2023
    ტერ შტეგენმა ევროპის 3 გამორჩეული მეკარე დაასახელა
    ტერ შტეგენმა ევროპის 3 გამორჩეული მეკარე დაასახელა
    Author of the article
    Aa

    მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა "ბარსელონას" ოფიციალური არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ევროპის 3 საუკეთესო მეკარე დაასახელა

    "ნუ, საკუთარ თავს ვერ შევიყვან...

    გვყავს ტიბო კურტუა, რომელიც, ჩემი აზრით, ფანტასტიკურად ართმევს თავს საკუთარ საქმეს. გასულ სეზონშიც და იმის წინაც, ედერსონიც შესანიშნავი გახლდათ. იმავეს ვიტყოდი ალექს რემიროზეც.

    კიდევ მეტის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ მხოლოდ სამს ვიკმარებ," - თქვა "ბლაუგრანას" გერმანელმა გოლკიპერმა.

    თუ კურტუა და ედერსონი ფეხბურთის ქომაგთათვის კარგად ნაცნობი მეკარეები არიან, რემირო შეიძლება ბევრმა არ იცოდეს. იგი "რეალ სოსიედადის" ღირსებას იცავს და ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია.

    Facebook კომენტარები