• 12-08-2023
    გადაწყვეტილია! - საბა საზონოვი “ლიონში” არ გადავა
    გადაწყვეტილია! - საბა საზონოვი “ლიონში” არ გადავა

    როგორც მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა საზონოვი კარიერას “ლიონში” გააგრძელებდა. 

    როგორც ჩანს ტრანსფერი ვერ შედგა. ფრანგებმა ქართველ მცველში 1.5 მილიონი ევრო გადამეტებულ ფასად მიიჩნიეს.

    L’equipe-ის ინფორმაციით საბა საზონოვის “ლიონში” ტრანსფერი ჩაიშალა.

    ფრანგულმა გუნდმა ქართველ მცველს “კრისტალ პალასის” 22 წლის ფეხბურთელის, ჯეიკ ობრაიენის ტრანსფერი არჩია.

    ცნობისთვის, საზონოვის შეძენით ამჯერად “ბეშიქთაში” დაინტერესდა, თუმცა საბას თურქულ გუნდში გადასვლა არ სურს.

    Facebook კომენტარები