• 14-08-2023
    როგორ ჩაშალა ჩავიმ ნეიმარის დაბრუნება - დეტალები
    როგორ ჩაშალა ჩავიმ ნეიმარის დაბრუნება - დეტალები
    Author of the article
    Aa

    ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ ნეიმარი კარიერას საუდის არაბულ "ალ ჰილალში" გააგრძელებს. 

    იტალიელმა ჟურნალისტმა იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ არ შედგა ბრაზილიელი მეგავარსკვლავის "ბარსელონაში" ტრანსფერი.

    "ბარსელონაში" ყველა დარწმუნებული იყო ნეიმარის დაბრუნების აუცილებლობაში. ლაპორტას, ალემანის, იუსტეს - ყველას ეს სურდა, მაგრამ დაბრუნება შეუძლებელი ჩავის გამო გახდა.

    ჩავიმ ნეიმარის დაბრუნებას უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია," - ამბობს რომანო.

    როგორც ჩანს, 31 წლის შემტევს "ბარსას" კარი სწორედ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩაურაზა. არადა, SPORT-ის მიხედვით, ნეიმარი "ალ ჰილალს" იმასაც სთხოვდა, რომ "ბლაუგრანაში" ერთწლიანი იჯარით გაეშვათ, თუმცა არაბული კლუბი ამაზე ისედაც არ იყო თანახმა. 

    Facebook კომენტარები