• 14-08-2023
    კარგი წამოწყება! - რის გაკეთებას აპირებს შოთა არველაძე
    კარგი წამოწყება! - რის გაკეთებას აპირებს შოთა არველაძე

    ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, შით არველაძემ გადაწყვიტა, რომ საქართველოში ლეგენდების მატჩი ყოველ წელს ჩაატაროს:

    “გვინდა ახალი პროექტი წამოვიწყოთ და საქართველოში, სეზონში მინიმუმ ერთხელ ჩავატაროთ მატჩი, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით. მასპინძელი გუნდი საქართველოს ნაკრები იქნება, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ. უკვე დაწყებული გვაქვს გუნდებთან მოლაპარაკება და მატჩის ჩატარების თარიღს მოკლე პერიოდში შეგატყობინებთ.

    რაც მნიშვნელოვანია, უახლოესი მატჩი, ერთმანეთის გამხნევების და მხარდაჭერის იდეის მატარებელი იქნება. ვფიქრობ, რთული პერიოდის დროს, უფრო გვჭირდება მეტი საერთოს გამოძებნა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი იდეის და მიზნის გარშემო არაერთი ადამიანი, კომპანია და ბრენდი გაერთიანდება”. - განაცხადა არველაძემ.

    ცნობისთვის, შოთა საქველმოქმედო სახის შეხვედრებში ძალიან ხშირად იღებს მონაწილეობას.

    Facebook კომენტარები