• 16-08-2023
    ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს
    ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საოცარი სეზონი ანახა და “ნაპოლის” მფლობელი, აურელიო დე ლაურენტისი გადარია.

    ცხადია, იტალიელ კინორეჟისორს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნების სურვილი აქვს.

    La Gazzeta Dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელიასა და “ნაპოლის” შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე კარგა ხანია არსებობს.

    ამავე წყაროს ცნობით, ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს ხელს უახლოეს მომავალში მოაწერს.

    ცნობისთვის, კვარაცხელიამ გასულ სეზონში ჩატარებულ 43 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები