• 17-08-2023
    ფაბრიციო რომანო ადასტურებს! - ირაკლი აზაროვი დონეცკის “შახტარს” უახლოვდება
    ფაბრიციო რომანო ადასტურებს! - ირაკლი აზაროვი დონეცკის “შახტარს” უახლოვდება

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ქართველი ფეხბურთელის, ირაკლი აზატოვის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას აქვეყნებს.

    იტალიელი საფეხბურთო ექსპერტის ცნობით, დონეცკის “შახტარი” აზაროვის დამატებასთან ძალიან ახლოს არის.

    მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და შეთანხმება დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში შედგება.

    ცნობისთვის, აზაროვი გასულ სეზონში “ცრვენა ზვეზდას” ღირსებას იცავდა, თუმცა მისი აგენტის, მამუკა ჯუღელის მიზანი ფეხბურთელის უკეთეს გუნდში გადაყვანა გახლდათ.

    Facebook კომენტარები