• 19-08-2023
    დე ლაურენტისის თხოვნა ხვიჩას აგენტს - რა სურს კლუბის პრეზიდენტს
    დე ლაურენტისის თხოვნა ხვიჩას აგენტს - რა სურს კლუბის პრეზიდენტს

    ბოლო პერიოდში იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის თაობაზე ახალი ცნობების გავრცელება ძალიან გახშირდა.

    ამჟამად განახლებულ ინფორმაციას გამოცემა "Il Mattino" ავრცელებს.

    წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარასთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის ხელფასი პრაქტკულად გასამმაგდება.

    კერძოდ, ხვიჩას ანაზღაურება ამ მომენტისთვის 1.2 მილიონ ევროს შეადგენს და ახალი ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ეს თანხა 3.5 მილიონი ევრო გახდება.

    ამასთან ერთად დე ლაურენტისს ერთი მოთხვონა აქვს. როგორც იწერება, პრეზიდენტს სურს, რომ ქართველის ახალ კონტრაქტი მისი გამოსასყიდი თანხა არ იყოს მითითებული, ვინაიდან მისი გასხვისება მარტივად არ მოხერხდეს.

    ასე და ამგვარად, მოსალოდნელია, რომ კვარაცხელია სულ მალე ნეაპოლელებთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის მიხედვითაც ის "ნაპოლის" საკუთრებაში 2028 წლამდე დარჩება.

    Facebook კომენტარები