• 19-08-2023
    ოთარ კაკაბაძე ტრავმირებულია!
    ოთარ კაკაბაძე ტრავმირებულია!

    საქართველოს ნაკრებისა და პოლონური “კრაკოვიას” 28 წლის ფეხბურთელი, ოთარ კაკაბაძე ტრავმირებულია.

    გამოცდილ მოთამაშეს დაზიანება აქილევსის ქუსლის არეში აქვს მიღებული.

    ოთარ კაკაბაძე ტრავმის გამო მთელი კვირის განმავლობაში არ უვარჯიშია.

    უდიდესი ალბათობით, ქართველი მარჯვენა მცველი 21 აგვისტოს, “კრაკოვიასა” და “პიასტი გლივიცეს” შორის გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

    ცნობისთვის, კაკაბაძემ ახალ სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასში თამაში უკვე მოასწრო.

    Facebook კომენტარები