• 22-08-2023
    ოფიციალურად: ირაკლი აზაროვი დონეცკის “შახტარში” ითამაშებს
    ოფიციალურად: ირაკლი აზაროვი დონეცკის “შახტარში” ითამაშებს

    ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, ირაკლი აზაროვი კარიერას დონეცკის “შახტარში” გააგრძელებს. ინფორმაციას უკრაინული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    უკრაინულმა გუნდმა “ცრვენა ზვეზდას” ახალგაზრდა ფეხბურთელში 3 მილიონი ევრო გადაუხადა.

    ირაკლიმ უკრაინულ გუნდთან 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

    ცნობისთვის, ირაკლი აზაროვმა სერბული გუნდის მაისური ჩატარებულ 26 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

    ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი “ცრვენა ზვეზდასთან” ერთად სერბეთის ჩემპუონატისა და თასის გამარჯვებული გახდა.

    შეგახსენებთ, რომ დონეცკის “შახტარი” ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.

    Facebook კომენტარები