• 23-08-2023
    ფელიქსის "ბარსაში" გადასვლა ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული
    ფელიქსის "ბარსაში" გადასვლა ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული
    ავტორი
    Aa

    მადრიდის "ატლეტიკოს" პორტუგალიელი თავდამსხმელის, ჟოაუ ფელიქსის "ბარსელონაში" შესაძლო გადაბარგების შესახებ Mundo Deportivo წერს.

    ესპანურმა გამოცემის სტატიაში ვკითხულობთ:

    "მიუხედავად იმისა, რომ ჩავი ფელიქსს ეჭვის თვალით უყურებს, კლუბში ფიქრობენ, რომ თუ ტრანსფერი განხორციელდება, მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელს მიიღებს.

    ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა "ბლაუგრანა" შემტევის გაშვებას. ფერანსა და ანსუს დარჩენა უნდათ, მაგრამ შესაძლოა, აბდეს წასვლაც საკმარისი იყოს."

    როგორც ჩანს, ჟოაუს ოცნების ახდენა "ბარსელონადან" აბდეს აბარგებაზე გადის. მაროკოელ გარემარბს მსურველები მრავლად ჰყავს. გუშინ დაიწერა, რომ "ბაიერ ლევერკუზენი" მასში 20 მილიონ ევროს იხდის. ჟერარ რომერომ გვამცნო იტალიური კლუბის ინტერესის შესახებ, ესპანურ პრესაში კი "ოსასუნასა" და "ბეტისის" სახელებმა გაიჟღერა.

    რაც შეეხება ეზალზულის პოზიციას, მას სტაბილური სათამაშო პრაქტიკის მიღება უნდა, ამიტომ თუ შეამჩნევს, რომ "ბარსაში" ეს გაჭირდება, გუნდის შეცვლაზეც თანახმა იქნება.

    Facebook კომენტარები