• 24-08-2023
    მაგარი ამბავი! - სერია ა-ში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
    მაგარი ამბავი! - სერია ა-ში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

    საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი, აკაკი გიუნაშვილი კარიერას “ფროზინონეში” გააგრძელებს. 

    ახალგაზრდა ქართველი მოთამაშე “ფროზინონეს” ფოთის “კოლხეთიდან” შეუერთდა.

    “კოლხეთის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ფეხბურთელი “ფროზინონეს” უფასო იჯარის სახით შეუერთდა.

    ცნობისთვის, 18 წლის აკაკი გიუნაშვილი იტალიაში დღეს ჩაფრინდება და “ფროზინონეში” უკვე ოფიციალურად ჩაირიცხება.

    შეგახსენებთ, რომ აკაკის ”ფროზინონეში” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი კვერნაძე დახვდება.

    Facebook კომენტარები