• 24-08-2023
    აზრები გაიყო - რას ფიქრობენ ფელიქსზე ლაპორტა და ჩავი
    აზრები გაიყო - რას ფიქრობენ ფელიქსზე ლაპორტა და ჩავი
    Author of the article
    Aa

    მადრიდის "ატლეტიკოს" პორტუგალიელი თავდამსხმელის, ჟოაუ ფელიქსის შესახებ "ბარსელონაში" აზრები გაყოფილია.

    ფერან მარტინესის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას 23 წლის შემტევის ტრანსფერის განხორციელება სურს.

    რაც შეეხებათ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესსა და სპორტულ დირექტორს, დეკუს, მათ ურჩევნიათ, რომ ჟოაუ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემადგენლობას არ შეუერთდეს.

    მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა დღეს დაადასტურა, რომ ფელიქსს "ინდიელთა" რიგებში თამაში აღარ სურს. მადრიდელები მზად არიან, ახალგაზრდა ფეხბურთელი იჯარის წესით გაუშვან.

    სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ერთი კვირა რჩება. საინტერესო იქნება იმის ნახვა, აიხდენს თუ არა ფელიქსი ბავშვობის ოცნებას და შეუერთდება თუ არა "ბლაუგრანას". 

    Facebook კომენტარები