19-06-2022

ოფიციალურად: თბილისის “დინამოს” გიორგი ჭიაბრიშვილი ჩაიბარებს

ავტორი
დღეიდან თბილისის "დინამოს" ახალი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი იქნება. ინფორმაციას დედაქალაქური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
42 წლის სპეციალისტი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახაბერ ცხადაძე ჩაანაცვლა.
გიორგიმ თბილისურ გუნდთან 2.5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ახალგაზრდა მწვრთნელის ასისტენტი თბილისურ გუნდში გიორგი დეკანოსიძე იქნება.
ცნობისთვის, გიორგი ჭიაბრიშვილს სხვადასხვა დროს "ლოკომოტივში", "საბურთალოსა" და "ზესტაფონში" უმუშავია.
ტეგები:
Facebook კომენტარები