• 26-08-2023
    ბრწყინვალე ამბავი! - მიქაუტაძის შეძენა “აიაქსს” სურს
    ბრწყინვალე ამბავი! - მიქაუტაძის შეძენა “აიაქსს” სურს

    როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძე საოცარ ფორმაშია. დიდი ალბათობით, ქართველი ფეხბურთელი ფრანგულ “მეცს” ძალიან მალე დატოვებს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, მაიკ ვერვეის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “აიაქსი” გიორგი მიქაუტაძის შეძენას განიხილავს.

    თუ ტიაგო ალმადას ტრანსფერი არ გამოვიდა, “აიაქსი” B ვარიანტზე, გიორგი მიქაუტაძეზე გადავა.

    ცნობისთვის, გიორგიმ ახალ სეზონში უკვე 2 ჩატარებულ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები