27-08-2023

მიქაუტაძე და “აიაქსი” უფრო რეალური ხდება! - აგენტი ამსტერდამშია

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, ამსტერდამის “აიაქსი” საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული “მეცის” ახალგარზდა ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის შეძენით ინტერესდება.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, რეონ ბოერინგას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიქაუტაძის აგენტი უკვე ამსტერდამში იმყოფება და “აიაქსის” წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში გამართავს.
უახლოეს მომავალში გაირკვევა, შედგება თუ არა მხარეებს შორის შეთანხმება.
ცნობისთვის, “მეცი” მიქაუტაძეს დაახლოებით 20 მილიონ ევროდ აფასებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები