• 23-06-2022
    საქართველოში დაშავებული ბულგარელი ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა
    საქართველოში დაშავებული ბულგარელი ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა

    როგორც მოგეხსენებათ, 11 ივნისს ბულგარეთის ნაკრები თბილისში ავარიაში მოხვდა, რის შედეგადაც მათი გუნდის ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი დაშავდა.


    შედეგად გამოცდილ ფეხბურთელს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და 1 კვირის განმავლობში საქართველოს დედაქალაქ თბილისში იმყოფებოდა.


    როგორც გაირკვა ტოდორ ნედელევი მკურნალობის შემდეგ ექიმთან ერთად ბულგარეთში გაფრინდა.


    გთავაზობთ სფფ-ს განცხადებას: 


    "ტოდორ ნედელევი საქართველოში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გუნდის ექიმთან ერთად ბულგარეთში დაბრუნდა.

    მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ" - წერია განცხადებაში.


    Facebook კომენტარები