• 23-06-2022
    საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა
    საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

    საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზაზე 3 შეხვედრა მოიგო და ერთი ფრე ითამაშა, რაც ძალიან მაგარი შედეგია.


    შედეგად, ჩვენი გუნდი ფიფას რეიტინგში დაწინაურდა. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა 85-ე ადგილიდან 82-ე ადგილამდე გადაინაცვლა.


    "ჯვაროსნები" ბოლივიასა და ჰონდურასის ნაკრებებს ჩამორჩებიან. ჩვენს ნაკრებს საერთაშორისო რეიტინგში 1296 ქულა აქვს.


    ასე, რომ ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები არამარტო თამაშით, არამედ რეიტინგითაც დღითიდღე განვითარებას განაგრძობს.


    ცნობისთვის, საერთაშორისო რეიტინგში პირველ და მეორე პოზიციებს ბრაზილიისა და ბელგიის ნაკრებები ინაწილებენ.


    Facebook კომენტარები