• 12-06-2023
    ჯასიმის ახალი პირობა ფანებს - შეიხი სამ ვარსკვლავს იყიდის, თუ "იუნაიტედის" მფლობელი გახდება
    ჯასიმის ახალი პირობა ფანებს - შეიხი სამ ვარსკვლავს იყიდის, თუ "იუნაიტედის" მფლობელი გახდება
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენისთვის ბრძოლა გრძელდება, ერთ-ერთი კანდიდატი კი შეიხ ჯასიმია, რომელიც კლუბის დიდი ქომაგია.

    კლუბის შესყიდვის პროცესი უკვე დასკვნით ეტაპს უახლოვდება, მაგრამ ჯერაც უცნობია, ვინ მოიგებს რბოლას - ინეოს გრუფი თუ შეიხ ჯასიმი.

    Bild-ის ინფორმაციით, "იუნაიტედის" შესყიდვის შემთხვევაში, შეიხი "იუნაიტედის" ქომაგებს 3 ძალიან დიდ ტრანსფერს ჰპირდება.

    კილიან მბაპე, ედუარდო კამავინგა და კინგსლი კომანი - ჯასიმი ფრანგი ვარსკვლავების ოლდ ტრაფორდზე გადაყვანას შეეცდება.

    აღსანიშნავია, რომ ინფორმაციას კრისტიან ფალკი ავრცელებს, რომელიც საკმაოდ სანდო ჟურნალისტია და ავტორიტეტით სარგებლობს.

    Facebook კომენტარები