• 25-06-2022
    ოფიციალურად: საბა კვერკველიამ “გაგრა” დატოვა
    ოფიციალურად: საბა კვერკველიამ “გაგრა” დატოვა

    30 წლის მცველმა, საბა კვერკველიამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე "გაგრა" დატოვა. ინფორმაციას აფხაზური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.


    როგორც მოგეხსენებათ, საბამ ფიფას მიერ ამოქმედებული ახალი წესი გამოიყენა და "გაგრას" საიჯარო ხელშეკრულებით შეუერთდა.


    საგულისხმოა, რომ 30 წლის ფეხბურთელი გაგა კირკიტაძის გუნდში უხელფასოდ თამაშობდა, რაც გუნდის მიმართ, რომელსაც ფინანსურად უჭირს ძალიან დიდი პატივისცემა გახლავთ.


    მედიაში გავრცელებული ცნობებით, ბუქარესტის "სტიაუა" კვირკველიას შეძენით აქტიურად ინტერესდება.


    ცნობისთვის, საბა კვერკველიამ "გაგრას" მაისურით მონაწილეობა 12 შეხვედრაში მიიღო. 


    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა