• 28-06-2022
    წიტაიშვილი ჩემპიონთა ლიგის მაძიებელ გუნდში! - სად აგრძელებს ქართველი კარიერას
    [/xfgiven_playerads]
    წიტაიშვილი ჩემპიონთა ლიგის მაძიებელ გუნდში! - სად აგრძელებს ქართველი კარიერას
    Aa

    საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი კარიერას პოზნან "ლეხში" გააგრძელებს.


    პოლონელი ჟურნალისტის, ტომაშ ვლოდარჩუკის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ფეხბურთელი დიდი ალბათობით პოლონურ გუნდთან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს.


    შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ამჟამად კიევის "დინამოსთან" ერთად შვეიცარიულ შეკრებაზე იმყოფება, სადაც "ივერდონის" წინააღმდეგ მონაწილეობა ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო.


    გიორგი გასულ სეზონში იჯარის წესით კრაკოვის "ვისლაში" ასპარეზობდა, სადაც 7 ჩატარებულ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.


    რაც შეეხება, წიტაიშვილის ახალ გუნდს, პოზნან "ლეხი" გასულ სეზონში პოლონეთის ჩემპიონატის გამარჯვებული. გახდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.



    მომზადებულია crystalsport-ის მიხედვით.

    Facebook კომენტარები