• 12-06-2023
    გიორგი ქვილითაიას მსურველები გამოუჩნდა
    გიორგი ქვილითაიას მსურველები გამოუჩნდა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და აპოელ-ის 29 წლის თავდამსმხელი, გიორგი ქვილითაია მშვენიერ ფორმაშია.

    ფეხბურთელის აგენტმა, ლაშა ოდილაძემ Kerkida-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გიორგის და ლაშა დვალს არაერთი მსურველი ჰყავთ:

    “შემოთავაზებები ორივე ფეხბურთელთან დაკავშირებით გვაქვს, თუმცა, ჯერ ზუსტად ვერაფერს გეტყვით. ქვილითაიას შეძენ კვიპროსის ყველა გუნდს სურს. კლუბების პრეზიდენტებს ეს პირდაპირ აქვთ ნათქვამი. არისის პრეზიდენტთან პირადად მაქვს ნალაპარაკები, თუმცა რადგანაც გიორგის მოქმედი კონტრაქტი აქვს, კონკრეტიკამდე საქმე არ მისულა. სხვა ქვეყნებიდანაც არსებობს ინტერესი. თუნდაც, გუშინ მას თურქეთიდანაც ჰქონდა ზარი. იგივე შემიძლია ვთქვა ლაშა დვალთან დაკავშირებითაც, რომელსაც რთული პერიოდი ჰქონდა და ახლა ბრწყინვალე ფორმაშია. მისით არაკვიპროსული კლუბები არიან დაინტერესებულნი და თუკი საჭირო თანხას გადაიხდიან, არის შანსი, აპოელ-ი მანაც დატოვოს". - განაცხადა ოდილაძემ.

    ცნობისთვის, გიორგი ქვილითაიამ გასულ სეზონში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.  

    Facebook კომენტარები