• 30-06-2022
    ლევან კობიაშვილი: “მინდა, წარმატება ვუსურვო ხვიჩას კარიერის ახალ ეტაპზე”
    ლევან კობიაშვილი: “მინდა, წარმატება ვუსურვო ხვიჩას კარიერის ახალ ეტაპზე”

    როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "დინამოების" დერბიში ბათუმელმა გულშემატკივრებმა ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში გააცილეს.


    რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ნაკრების ლეგენდამ და ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:


    "გულშემატკივარმა ხვიჩა კვარაცხელია ბათუმიდან გადავსებული ტრიბუნებით და საოცარი ემოციებით გააცილა.

    მინდა, წარმატება ვუსურვო ხვიჩას კარიერის ახალ ეტაპზე!

    თბილისისა და ბათუმის „დინამოები“ ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდნენ.

    სამივე მატჩს 60 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო და სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნეს. თითოეული სტადიონზე მოსული ქომაგი ქმნის ფეხბურთს ასეთ გამორჩეულ სანახაობად.

    მადლობა თითოეულ გულშემატკივარს იმისთვის, რომ ასე ალამაზებთ ჩვენ საყვარელ თამაშს!" - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.


    შეგახსენებთ, რომ ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე, ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა