• 03-09-2023
    როდის შედგება მიქაუტაძის დებიუტი "აიაქსში" - ახალი ცნობები
    როდის შედგება მიქაუტაძის დებიუტი "აიაქსში" - ახალი ცნობები

    როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, გიორგი მიქაუტაზე "მეციდან" ამსტერდამის "აიაქსის" რიგებს შეუერთდება.

    ბუნებრივია, გვაინტერესებს, თუ როდის შედგება ქართველის დებიუტი ნიდერლანდულ კლუბში.

    პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი "აიაქსის" რიგებში თავის სადებიუტო თამაშს დღეს ჩაატარებს.

    ამსტერდამული გუნდი ერედივიზიონის მეოთხე ტურში "სიტარდს" დაუპირისპირდება, სადაც უდიდესი ალბათობით მიქაუტაძესაც ვიხილავთ.

    აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული მატჩი სტარტს ჩვენი დროით 16:30 საათზე აიღებს.

    Facebook კომენტარები