• 04-07-2022
    ოფიციალურად: გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავა “სლოვანის” ფეხბურთელია
    ოფიციალურად: გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავა “სლოვანის” ფეხბურთელია

    22 წლის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ბრატისლავა "სლოვანში" გააგრძელებს. ინფორმაციას სლოვენიური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.


    ახალგაზრდა ფეხბურთელი ვლადიმერ ვაისის გუნდს 1 წლიანი იჯარით შეუერთდა.


    შეგახსნებთ, რომ ჩაკვეტაძე ბელგიური "გენტის" საკუთრებაა.


    22 წლის ტალანტი ახალ გუნდში 70 ნომრიან მაისურს მოირგებს.


    გიორგი სლოვენიურ გუნდში ბევრ ნაცნობ ფეხბურთელთან ერთად ითამაშებს, მისი თანაგუნდელები გურამ კაშია და ჯაბა კანკავა იქნებიან, ქართველ ნახევარმცველს ვლადიმერ ვაისი გაწვრთნის.


    საგულისხმოა, რომ "სლოვანი" ჩენპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს, სადაც მათი მეტოქე ბათუმის "დინამო" იქნება და დიდია ალბათობა, რომ ჩაკვეს დებიუტი სწორედ აჭარლებთან შედგეს.


    ცნობისთვის, გიორგი ჩაკვეტაძემ გასულ სეზონში "ჰამბურგის" მაისურით ჩატარებულ 12 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის გოლი გაიტანა.


    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა