• 08-09-2023
    გიორგი ქოჩორაშვილი: “ვიცი, რომ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა დიდი პასუხისმგებლობაა”
    გიორგი ქოჩორაშვილი: “ვიცი, რომ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა დიდი პასუხისმგებლობაა”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს შინ ესპანეთის ნაკრებს მიიღებს.

    მატჩის წინ საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა, გიორგი ქოჩორაშვილმა კომენტარი გააკეთა:

    “რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ ნაკრებში გამოძახებით. ვიცი, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ეროვნულ გუნდში მოხვედრა. ძალიან კარგი გარემოა, ფეხბურთელების დიდ ნაწილს აქამდეც ვიცნობდი. ერთად ადრეც გვითამაშია და სწორედ ამიტომ, ადაპტაცია არ გამჭირვებია. 

    ვიმედოვნებ, რომ უმნიშვნელოვანეს მატჩებს, რომლებიც სექტემბერში გველის, კარგად ჩავატარებთ. დიდი იმედი მაქვს, ამ თამაშებისგან სიამოვნებას მივიღებთ ჩვენც და გულშემატკივრებიც. მზად ვარ და ჩემთვის გამოყოფილ დროში 100 პროცენტით დავიხარჯო, რათა დავეხმარო გუნდს სასურველი შედეგის მიღწევაში”. - განაცხადა ქოჩორაშვილმა.

    ცნობისთვის, მატჩი 20:00 საათზე დინამო არენაზე შედგება.

    Facebook კომენტარები