• 13-06-2023
    ოსიმენმა დე ლაურენტისს აზრი შეაცვლევინა - რაზე ისაუბრეს კლუბის პრეზიდენტმა და ვარსკვლავმა
    ოსიმენმა დე ლაურენტისს აზრი შეაცვლევინა - რაზე ისაუბრეს კლუბის პრეზიდენტმა და ვარსკვლავმა

    როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლი" ლუჩანო სპალეტის შემცვლელს აქტიურად ეძებს. 

    იტალიურ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ აურელიო დე ლაურენტისი კრისტოფერ გალტიეს კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა ვიქტორ ოსიმენმა მას აზრი შეაცვლევინა. 

    მოგახსენებთ, რომ ნიგერიელს ფრანგ სპეციალისტთან მუშაობა "ლილში" მოუწია. 

    პრესის ცნობით, დე ლაურენტისმა ვიქტორს აზრი თავად ჰკითხა, მან კი უთხრა, რომ გალტიეს "პარტენოპეის" მწვრთნელად ვერ ხედავს და სჯობს სხვა ვარიანტი მოიძებნოს. 

    აქვე გეტყვით, რომ ფრანგს "ლილთან" კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, თუმცა დიდია ალბათობა იმისა, რომ ის კლუბს ამავე ზაფხულში დაემშვიდობება.

    Facebook კომენტარები