• 13-06-2023
    რამდენს ითხოვს "პსჟ" მბაპეს სანაცვლოდ - სავარაუდო თანხა
    რამდენს ითხოვს "პსჟ" მბაპეს სანაცვლოდ - სავარაუდო თანხა

    კილიან მბაპეს თემა მედიის მთავარი განსახილველი საკითხი კიდევ ერთხელ გახდა.

    გასული ზაფხულის ამბების შემდეგ, ფრანგი ვარსვკავის შესაძლო ტრანსფერის საკითხი კვლავ აქტუალური ხდება, რადგან დიდი შანსია, მან "პარი სენ-ჟერმენი" დატოვოს.

    როგორც ირკვევა, პარიზეელებს არ სურთ, რომ მისი გუნდიდან უფასოდ წასვლა დაუშვან. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მათ მბაპეს უთხრეს, რომ ან კონტრაქტს გაახანგრძლივებს ან გუნდიდან წავა.

    The New York Times-ის ინფორმაციით, პარიზელები მბაპეს სანაცვლოდ მინიმუმ 185 მილიონს მოითხოვენ.

    ეს დაახლოებით ის თანხაა, რაც თავის დროზე მათ ფრანგის ტრანსფერი დაუჯდათ.

    როგორც იწერება, "რეალს" ამის ფინანსური შესაძლებლობა აქვს.

    Facebook კომენტარები